მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსმა სილამაზის სალონები 20%-ით აზარალა

5e6e454c540b3
ელენე გოგბერაშვილი
16.03.20 09:45
1652
შიშის ფაქტორის, გადადებული ღონისძიებებისა და შეჩერებული ფრენების გავლენით, სილამაზის სალონებში მომხმარებელთა აქტივობა შენელდა.

სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძის განცხადებით, კლება მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მომხმარებელთა ნებისმიერი შემცირება ფინანსურად აზარალებს სალონურ ბიზნესს, რაც რიცხვებში, მიმდინარე ეტაპზე 20%-ით გამოიხატება.

"რომ გითხრათ, რომ შეჩერდა სალონური მომართვიანობა მომხმარებლების სალონებში, ნამდვილად არ ვიქნები მართალი, მაგრამ ვიზაჟისა და ვარცხნილობების პროცედურებმა მოიკლო, ვინაიდან ღონისძიებები ნაკლებია, ისეთი ღონისძიებები, რომელიც დიდ თავყრილობებს ითხოვს, ზოგმა გადაიტანა ან გააუქმა. შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცედურებისთვის ვეღარ მოგვმართავს მომხმარებელი.

ასევე ის მომხარებელი, რომელიც საზღვარგარეთ გამზავრებამდე ან ჩამოსვლის შემდეგ თავს იწესრიგებდა, ესეც შეჩერებულია, თუმცა ეს არის გარკვეული პროცენტი, რომელსაც საერთო ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია სალონურ ბაზარზე.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროცენტით შემცირება გარკვეულ ფინანსურ ზეგავლენას ახდენს სალონებზე, ეს სადღაც 20%-ის ფარგლებში შეგვიძლია ვივარაუდოთ", - აცხადებს თამარ შარაშენიძე, სალონების ფედერაციის პრეზიდენტი.

მეტი პრევენციისთვის, შარაშენიძე მოუწოდებს სალონებს, ერთი დღით დაკეტონ დაწესებულებები და ჩაატარონ დეზინფექცია, რა ვალდებულებაც ისედაც აქვთ სალონებს.