„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს დილით დადო ახალი რეკომენდაციები, რომელიც ეხება თერმულ ანუ ტემპერატურის სკრინიგს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს სამინისტროში გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს.
„რეკომენდაციების შესაბამისად, დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს. საზღვარზე ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს გაესინჯება ტემპერატურა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეებზე. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, უკვე ჩაერთვება ექიმი კლინიცისტი და შეგროვდება ანამნეზი. თუ ჩაითვლება საეჭვოდ, უკვე ტრანსპორტირება განხორციელდება ინფექციურ საავამდყოფოში.
მოგეხენებათ, უკვე 2 დღეა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და საინფორმაციო ბუკლეტით ხორციელდება მგზავრთა, განსაკუთრებით ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმირება. მათ სამ ენაზე ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტი - ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, სადაც მითითებულია რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად; ასევე ვის უნდა მიმართონ თუ 2 კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.. ხოლო დღეიდან კი, მეორე კომპონენტი დაემატება ანუ საზღვარზე მყოფ ეპიდემიოლოგთა ჯგუფს, ასევე მხარს დაუჭერს ექიმი კლინიცისტი, რომელმაც დაავადების კლინიკური გამოვლინებების შესახებ უფრო მეტი იცის და განხორციელდება გარკვეული სახის ტრიაჟი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის