მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიაში განცხადებას ავრცელებს

5e52b43b9feb9
BM.GE
23.02.20 21:10
1749
კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია, რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე

http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus

ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებ-გვერდზე

http://www.protezionecivile.gov.it/home

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1500,
ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე - 333 8879123", - წერია განცხადებაში.