მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსზე იმუნიტეტი შესაძლოა წლები, ათწლეულებიც გაგრძელდეს – Forbes

60047a5239062
BM.GE
18.01.21 00:06
10288
კორონავირუსზე იმუნიტეტი შესაძლოა რვა თვის ან მეტი ხნის განმავლობაშიც გაგრძელდეს – ამის შესახებ Forbes კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომელიც გამოცემის თქმით, საკმაოდ გავლენიანი მეცნიერებისა და წამყვანი ლაბორატორიების მიერ არის ჩატარებული.

კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ პირებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ე.წ. ძლიერი B და T უჯრედები გამოიმუშავეს, რომლებიც აუცლებელია ვირუსის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად და აღნიშნული უჯრედები ორგანიზმში შესაძლოა დარჩეს “ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში”.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს 185 პაციენტის სისხლი, რომელთა ასაკი 19–დან 81 წლამდე იყო. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ვირუსი პანდემიის საწყის ეტაპზე გადაიტანეს და აღმოაჩინეს, რომ უმეტესობას კვლავ ჰქონდა საკმარისი უჯრედები ვირუსის დასამარცხებლად და ხელმეორედ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ამასან, ეს ანტისხეულები სიცოცხლისუნარიანი იყო და როგორც აღმოჩნდა მათ შეუძლიათ ორგანიზმში ბევრი წელი, ათწლეულებიც კი დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერჯერობით წინასწარია და მისი ოფიციალური შეფასება არ მომხდარა, the New York Times–მა უკვე შეაფასა ის როგორც ყველაზე ყოვლისმომცველი კვლევა, რომელიც კორონავირუსსა და იმუნურ სისტემას ეხება.