27.თებერვალი .2020 10:43

კორონავირუსზე მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის სპეციალური მექანიზმი იქმნება

უკან

მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის სპეციალურ მექანიზმს ქმნის, - აღნიშნული დავალება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და ხელმძღვანელობას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შეიქმნა.

„ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის მთავარი ამოცანაა, დაავადების დროული აღმოჩენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ძირითადი ამოცანაა, პირადი ჰიგიენის დაცვა. ეს კი არც ისე რთულია. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთად, წყნარად, მშვიდად, ამ გამოწვევას გავუმკლავდებით. მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო ყველა ნაბიჯს დგამს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ, უწყებათშორისი საბჭოს თითოეულ წევრს ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას, რათა არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშნები, მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა