30.მარტი .2020 21:00

„კორონაზეც საფიქრალია, ლარზეც საფიქრალია, ბიზნესის რესტარტზეც საფიქრალია“ - ბეჟან წაქაძე

views 782
უკან

დღეს ნომერ პირველი პრობლემა არის კორონა, მერე - ლარი. კორონაზეც საფიქრალია, ლარზეც საფიქრალია, ბიზნესის რესტარტზეც საფიქრალია და როგორ განვითარდება მოვლენები იმაზეც, - ამის შესახებ BM.GE-ის GDG ჯგუფის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა.

ბიზნესმენი მთავრობის მოქმედებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მას უკვე დაწყებული აქვს პოსტვირუსულ პერიოდში კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა.

„მე არ მახსოვს ასეთი მდგომარეობა ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. ურთულეს პერიოდში მოუწია ამ მთავრობას მოქმედება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ძალიან რთული საქმე აქვთ შესასრულებელი.

ხელისუფელებასთან იყო შეხვედრები და მუშაობს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმაზე. უახლოეს დღეებში ალბათ თავის პოზიციას წარმოადგენს ამ საკითხთან მიმართებაში.

პირველი საკითხია - კომპანიებს გადაუწყვიტოს ბანკთან ურთიერთობა როგორი იქნება, როდესაც კომპანიებს არანაირი შემოსავალი არ აქვთ, როგორც უნდა გადაიხადონ სესხები. რაც შეეხება სამთვიანი სესხების რესტრუქტურიზაციას, ეს ნათქვამია და როგორ გააკეთებენ ამ რესტრუქტურიზაციას 2 ვარიანტი არსებობს ამის: ის თანხა, რომელზეც 3 თვეში გაგეწევა შეღავათი გადანაწილდება იმ პერიოდზე რაც გვაქვს დარჩენილი. მეორე ვარიანტი არის რომ საერთოდ მოიხსნას ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო და არდადეგები გამოცხადდეს და ამ პერიოდის გავლის შემდეგ ისევ თავიდან დაიწყოს და არა პროცენტის გადახდით. მეორე ვარიანტი ბიზნესისთვის უკეთესია, თუმცა პირველ ვარიანტს გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარეც დათანხმდება ბიზნესი.

მეორე საკითხი - გარკვეული დროებითი შეღავათების დაწესება. ეს ეხება საგადასახადო მიმართულებით თუნდაც რომ რაღაც არდადეგები გამოცხადდეს გადასახადების კუთხით, მაგალითად დღგ-ს კუთხით შეღავათების გაკეთება არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ საერთოდ ვერ შეავსებ ბიუჯეტს. ვინც ხელფასს გასცემს მას შეიძლება მისცე შეღავათი, რომ საშემოსავლო არ გადაიხადოს დროებით, იმიტომ რომ ეს ისედაც ტვირთად დააწვება სახელმწიფოს, იმიტომ რომ მაშინ დასაქმებულებს გარკვეული კომპენსაციები უნდა მისცეს. ეს ყოველივე უნდა იყოს დროებითი და არა მუდმივი.

მაგრამ ამას სახელმწიფო რამდენად შეძლებს იმ რესურსით, რაც მას გააჩნია ცოტა ძნელი წარმოსადგენია. არსებობენ დონორი ორგანიზაციები, რომლებიდანაც შეიძლება გარკვეული სესხის მოძიება, რომელიც შემდეგ უნდა დავაბრუნოთ.

როგორც დღეს არის დროებითი მდგომარეობა, ასევე უნდა შემოიღონ დროებითი საგადასახადო შეღავათები. მუდმივად ეს ჩვენ ბიზნესებსაც არ უნდა გვაწყობდეს. რად გვინდა ჯარი არ იყოს, პოლიცია არ იყოს - მეც არ ვიქნები დაცული. სახელმწიფოს კერძო სექტორიდან უნდა შედიოდეს თანხები, იმისთვის რომ დაგვიცვას და ასეთ მდგომარეობაში მხარდაჭერა გამოგვიცხადოს“, - ამბობს ბეჟან წაქაძე.

მისი თქმით, ვირუსამდე საქართველოში ეკონომიკური გარემო სტაბილური იყო, ამიტომ ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანა მალე შეძლებს ძველ კალაპოტში დაბრუნებას, თუმცა მსოფლიოში არსებული ვითარება გავლენას მოახდენს მასზე.

„ვინაიდან ჩვენს ქვეყანში კორონამდელ პერიოდში სტაბილურობა იყო, ხოლო ინფიცირების შემთხვევების დადასტურების შემდეგ ჩვენი მედიკოსები კარგად გაუმკლავდნენ არსებულ მოცემულობას, მთავარია რომ ადამიანებმა უცხო ქვეყნებში იგრძნონ, რომ აქ დაცულია ყოველივე და ძალიან მოკლე დროში გაცილებით მეტი ტურისტი შემოვიდეს, ვიდრე აქამდე იყო.

მარტო ჩვენთან, რომ დასტაბილურდეს მდგომარეობა, ვერც ტურიზმის და ვერც სხვა ბიზნესებს ვერანაირ მდგომარეობაში ვერ დაქოქავ, ამიტომ მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული ვითარება“, - განმარტავს წაქაძე.