ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია ENER-T საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს. ამის თაობაზე კორპორაციის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრაზე განაცხადეს. ისრაელის კორპორაციას ხელმძღვანელობდა ENER-T - ის მფლობელი იეჰუდა ჰარაცი.
როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და ის პოტენციალი, რაც ქვეყანას განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოური ინვესტიციების შემოსვლას განახლებადი ენერგეტიკის განვითარების მიზნით.
თავის მხრივ, კორპორაცია ENER-T - ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს დიდ შესაძლებლობებს პოსტპანდემიურ პერიოდში და აღნიშნეს დაინტერესება, განახორციელოს ინვესტიცია ქვეყნის განახლებად ენერგეტიკაში, კერძოდ კი, მზის ენერგიის ათვისებაში. აღინიშნა, რომ ENER-T - ი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით და წარმოდგენილია აშშ - ის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, ესპანეთის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე.
ENER-T - ში განიხილავენ საქართველო 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას და აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. კორპორაციაში მიესალმებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოახდინონ მეტი დივერსიფიკაცია ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით და უფრო მეტად განავითარონ საკუთარი ენერგეტიკული რესურსები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ისრაელის კორპორაცია მზადაა, შეისწავლოს საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები. თავის მხრივ, ენერგეტიკის განვითარების ფონდი პოტენციურ ინვესტორებს აღმოუჩენს დახმარებას, რათა მზის ელექტროსადგურის პროექტი წარმატებით განვითარდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი