"კორპორაცია ქართული ღვინო“ სკანდინავიურ ბაზარზე ქართული ღვინის ღირსეული წარმდგენი გახდა. ნორვეგიის სახელმწიფო კომპანია-მონოპოლისტმა (Vinmonopolet), 2021 წელს შესაძენი ალკოჰოლური სასმელების ნუსხაში ქვევრში დაყენებული ქარვისფერი და წითელი ღვინო შეიტანა.
„Vinmonopolet“ შესაძენი ალკოჰოლური სასმელების ტენდერს პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე აცხადებს. ტენდერი ითვალისწინებს ნორვეგიის ბაზრისთვის საუკეთესო ღვინის შერჩევას. უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიური ბაზარი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულად შესაღწევ ბაზარს, რომელსაც პროდუქციის შერჩევის უმკაცრესი ნორმები და მოთხოვნები აქვს. აქედან გამომდინარე ღვინის, როგორც მისი ხარისხისა და გემოს თვისებების, ასევე ბრენდინგის კუთხით შეფასება ტენდერის ფარგლებში ხდება. ნორვეგიის (და სკანდინავიის რიგ ქვეყნებში, როგორიც არის შვედეთი და ფინეთი) ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია დაშვებულია მხოლოდ კომპანია-მონოპოლისტის საკუთრებაში არსებულ ქსელში.
,,ჩვენთვის მეტად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტენდერში მონაწილე 30-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანიიდან და მცირე მარნიდან შერჩეულ სამ საუკეთესო ქართულ ღვინოს შორის, ,,კორპორაცია ქართული ღვინოს“ საფერავი მოხვდა, რაც ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის მაღალ ხარისხს. „კორპორაცია ქართული ღვინო“ წლების განმავლობაში ექსპორტს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში ახორციელებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი კომპანიის ღვინო ნორვეგიის ბაზარზე გაიყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ქართული ღვინო მოკრძალებული რაოდენობით არის წარმოდგენილი ამ ბაზარზე, დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება და ქართული ღვინო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს სკანდინავიის ქვეყნებში“, - აცხადებს „კორპორაცია ქართული ღვინოს“ დამფუძნებელი დიმიტრი ნოზაძე.
დღესდღეობით კორპორაცია ქართული ღვინო“ ღვინის ექსპორტს 15-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია. 2021 წლიდან კომპანიის საექსპორტო ბაზრებს უკვე ნორვეგიაც დაემატა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება