მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორპორაციული სესხების მიმართულებით ზრდა საკმაოდ დაბალია - არჩილ გაჩეჩილაძე

63d7a88e17b18
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.23 21:07
1043
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ 2022 წლის შედეგების შესახებ გადაცემა ”Forbes კვირის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საბანკო სისტემის დაკრედიტება გასულ წელს 12%-ით გაიზარდა, რაც ეკონომიკის ნომინალურ ზრდაზე თითქმის ორჯერ ნაკლები იყო. ამასთან, “საქართველოს ბანკის” გენეერალური დირექტორის განცხადებით, უფრო დაბალია დაკრედიტების ზრდა კორპორაციული სექტორის მიმართულებით, რაც სავალუტო კრედიტების გაძვირებით არის განპირობებული.

“დაკრედიტების ტემპს რაც შეეხება, ნამდვილად უფრო ნაკლებია, ვიდრე ნომინალური ეკონომიკური ზრდა. თუკი ნომინალურად ზრდა არის 22-23%, აქ დაკრედიტების ზრდა არის დაახლოებით 12%-ის ფარგლებში. საკმაოდ დაბალია ზრდა კორპორაციული სესხების მიმართულებით, ეს არის 8.%-ით. ამის მიზეზია საკრედიტო რესურსის გაძვირება. რესურსი გაძვირდა როგორც ლარში, ასევე დოლარში და ამას მემგონი მთელი მსოფლიო ხედავს, რადგან მთელი მსოფლიო ებრძვის ინფლაციას. ლარიზაციის რეგულაციები იმგვარად არის აწყობილი, რომ დამატებითი გაძვირება ეხება უფრო დოლარის სესხებს, რამაც საბოლოო ჯამში რამდენიმე პროცენტით გააძვირა ისინი.

მოლოდინი მაქვს, რომ გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას ბიზნესი რა თქმა უნდა ფეხს აუწყობს და მოთხოვნა იქნება, თუმცა თუკი ნაბიჯები გადაიდგმება იმის მხრივ რომ ნაკლებად გაძვირდეს დოლარის სესხები მსხვილი ბიზნესისთვის, კარგი იქნება,”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ბიზნეს სესხების პორტფელი 20.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ სესხების მხოლოდ 37%-ია ლარში.

სებ-ის მონაცემებით, ლარში ბიზნეს სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი ამჟამად 14.4%-ია, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ის 14%-ს შეადგენდა. უფრო მეტად არის გაძვირებული სავალუტო ბიზნეს სესხები, სადაც ამჟამად საშუალო განაკვეთი 8.5%-ია, ერთი წლის წინ განაკვეთი 7%-ს შეადგენდა.