მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორპორაციული სამედიცინო სადაზღვევო პაკეტები 20%-ით გაძვირდა - თიბისი დაზღვევა

617174d2c28eb
ანუკა ჯოხაძე
22.10.21 09:40
939
"კორპორაციული სამედიცინო სადაზღვევო პაკეტები 20%-ით გაძვირდა" - ამის შესახებ BM.GE-თან თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განაცხადა. როგორც ის "საქმის კურსთან" ამბობს, ეს გამოწვეულია სამედიცინო სერვისების გაძვირებით, მათ შორის წამლების ფასის მზარდი ტენდენციით.

მისი განმარტებით, საცალო სადაზღვევო პაკეტების ნაწილში ფასის ზრდა არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, ღაძაძე ამბობს, რომ პაკეტები გაიაფდა.

“სადაზღვევო მომსახურების გაძვირება არ არის დღეს ტრენდი, პირიქით, რაღაც პროდუქტები იაფდება და საინტერესო ხდება. როგორც ფასის კუთხით, ისე ანაზღაურების ლიმიტების და გამონაკლისების შემცირების ხარჯზე. ერთადერთი, რასაც გაძვირების ტრენდი ეტყობა, ეს არის თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევა - ეს იმიტომ, რომ გაძვირდა სადაზღვევო სერვისები, გაძვირდა წამლები. ანუ საუბარია სამედიცინო დაზღვევაზე, როცა დამსაქმებლები ყიდულობენ დაზღვევას დასაქმებულებისთვის, აქ ფასების ზრდა 20% და მეტია”, - ამბობს თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე.