მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორპორატიული სესხი ევროში მოთხოვნადი პროდუქტი ხდება

5c9cf49706a1a
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.19 09:40
1589
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ევროს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, ევროს სესხზე საშუალო განაკვეთი 5.85%, დოლარის სესხზე 8.6% იყო.

განაკვეთის შემცირებას ბუნებრივი შედეგი მოყვა - ევროს საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა გაზარდა. 2019 წლის თებერვალში საქართველოში $178 მილიონის (473 მლნ ლარის) მოცულობის აშშ დოლარში ნომინირებული სესხი გაიცა, ევროს სესხებმა კი €95 მილიონი (288 მლნ ლარი) შეადგინა. შედეგად, ევროსა და დოლარში გაცემულ სესხებს შორის სხვაობა 185 მილიონ დოლარამდე შემცირდა, როდესაც ის სხვა თვეებში საშუალოდ 400-500 მილიონ ლარს შეადგენდა.

საბანკო რეგულაციების შედეგად, ფიზიკური პირებისთვის ევროს და დოლარის სესხებზე წვდომა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. 2019 წლის 18 იანვარს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს აეკრძალათ აიღონ 200,000 ლარამდე მოცულობის სესხები უცხოურ ვალუტაში. ამ თარიღამდე აღნიშნული ლიმიტი 100,000 ლარს შეადგენდა.