ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, რომლის ნაწილიც 8 ოქტომბერს ჩამოიშალა, მთლიანად დემონტაჟს ექვემდებარება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უკვე მიიღო და bm.ge-ს ინფორმაცია ბათუმის მერიაში დაუდასტურეს.
საქმე ის არის, რომ სპეციალისტების დასკვნით, აღნიშნული კორპუსი გამაგრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, დღეს საკრებულოს სხდომაზე დემონტაჟისთვის აუცილებელი ფინანსების საკითხზე იმსჯელეს.
„ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება და დემონტჟს ექვემდებარება. დემონტაჟისთვის ნახევარი მლნ ლარი გამოიყოფა, ნაწილი მიმდინარე წელს და ნაწილი მომავალ წელს“, -განმარტავენ ბათუმის მერიაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სულ დაზარალებულია 53 ოჯახი და ბათუმის მერია მათ საცხოვრებლებით უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ: ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. მომხდარზე 3 პირია დაკავებული, დანგრეული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა. მუშები ბრალს არ აღიარებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება