მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორშა-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძაობა აკრძალულია

5dd2483ded24e
თელარა გელანტია
18.11.19 11:28
741
ამინდის გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.