06.მაისი .2020 12:00

კორტების საწყისი ფასი, დაახლოებით, 5 მლნ ლარი იქნება

views 876
უკან

კორტების ტერიტორიის საწყისი ღირებულება, დაახლოებით, 5 მილიონი ლარი იქნება,- ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის მერიაში განუცხადეს.

როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საბურთალოზე, იპოდრომის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას აუქციონზე რამდენიმე დღეში გამოიტანენ.
 
საუბარია 7174 კვ.მ. ფართობზე. ტერიტორიის მყიდველს საინვესტიციო ვალდებულებები დაეკისრება, ადგილზე სპორტული კომპლექსი უნდა აღდგეს, ჩოგბურთის კორტებითა და აუზით; ასევე, უნდა მოეწყოს ფიტნეს კლუბი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში დაიბრუნა კერძო მფლობელისგან. კომპანია “სიმეტრიას” ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა