კორუფციული ბრალდების გამო, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კურცი და ათამდე სხვა მოქალაქე ეჭვმიტანილნი არიან ფედერალური სახსრების გაფლანგვაში. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ კანცელარიაში და მმართველი პარტიის ოფისში ჩხრეკა მოაწყო.თავად კურცი ბრალდებას უარყოფს.
„მთავრობა თითქმის ყველა პარტიასთან მიმართებით ჩიხშია შესული. სწორედ ამიტომ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენს ვთხოვ, კანცლერად საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბერგი დანიშნოს“, - განაცხადა სებასტიან კურცმა.
კურცის ბრალდებებმა კორუფციასთან დაკავშირებით ავსტრიის მთავრობაში კრიზისი გამოიწვია. სანამ ის გადადგომის შესახებ გააკეთებდა განცხადებას, ოპოზიცია დაემუქრა, რომ სამშაბათს მას პარლამენტში უნდობლობას გამოუცხადებდნენ. შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას, თანამდებობის დატოვების შესახებ, ქვეყნის მწვანეთა პარტია მიესალმება. პარტიაში ამბობენ, რომ შალენბერგთან თანამშრომლობა „ყოველთვის კონსტრუქციული იყო“. ამასთან, Bloomberg-ი წერს, რომ კურცის გადადგომის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მისი სახალხო და მწვანეთა პარტიების კოალიციური მთავრობის გადარჩენას. რაც შეეხება თავად 52 წლის ალექსანდრე შალენბერგს, მას კარიერის დიდი ნაწილი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აქვს გატარებული, ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა კი მასთან უახლოეს დღეებში იგეგმება.
რაც შეეხება სებასტიან კურცს, ის ავსტრიის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერად 31 წლის ასაკში აირჩიეს, ახლა კი 35 წლისაა. მისმა პირველმა მთავრობამ ე.წ. კოლაფსი 2019 წელს, დიდი სკანდალის შემდეგ განიცადა, რაც მის კოალიციურ პარტნიორებს „ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის“ წევრებს უკავშირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ