მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოსტავაზე ივანიშვილის ცათამბჯენების პროექტის განხილვები განახლდა

6454bf028581a
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.23 12:30
1833
კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე “ქართუ ფონდის” ცათამბჯენების პროექტის განხილვები განახლდა. 4 მაისს მუნიციპალურ სამსახურს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ხელახლა წარედგინა. ჯერჯერობით პროექტის შესაბამისი დოკუმენტაცია გამოქვეყნებული არაა, ამჟამად სისტემაში მხოლოდ გრგ-ს განახლების განაცხადი ფიქსირდება.

ტრანსპორტისა და ურბანულმა სააგენტომ მარტში პროექტი დაახარვეზა, რასაც პირვანდელი გრგ-ს განხილვის შეჩერება და საქმის დახურვა მოჰყვა.

ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია.

პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე "კოსტავას 69"-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული.

მუნიციპალური სამსახურისთვის გაგზავნილ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ივანიშვილის კომპანია k2 ზონალური პარამეტრების გაზრდას მოითხოვდა, ამასთანავე, სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილებას.