მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-19-ის გადატანიდან რამდენ ხანშია რეკომენდებული აცრა? - ეკატერინე ქავთარაძის განმარტება

60abd85caff8d
BM.GE
24.05.21 22:10
1020
„მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კოვიდის გადატანიდან ოთხი თვის შემდეგ იზრდება რისკი იმისა, რომ ადამიანი თავიდან დაინფიცირდეს, ამიტომ 120 დღის შემდეგ პროტოკოლითაა მოწოდებული აცრა კოვიდგანატანილებისთვის“ - ამის შესახებ “ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძემ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში საუბრისას განმარტა. 

როგორც ის აღნიშნავს, ამის განსაზღვრა ოთხი თვეში ანტისხეულების შემოწმებით არაა სწორი და საჭირო, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური სამსახურების დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით გამოიცა რეკომენდაცია, რომ 120 დღის შემდეგ უნდა აიცრას ადამიანი, რომელმაც კოვიდ-19 გადაიტანა.