მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-ბარათების გაცემა იწყება - სად და როგორ მიიღებთ დოკუმენტს

611b7bfaa3a72
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 13:13
20236
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ - ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკოორდიანციო საბჭოზე კოვიდ ბარათის გაცემის პირობებზე იმსჯელეს.

„კოვიდ-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მთავრობის მეთაურის დავალებით ჯანდაცვის უწყება ვაქცინების, მათ შორის „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შეკვეთაზე აქტიურ მუშაობას იწყებს.