მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება კვლავ პრობლემაა - კალოიანი

5f7dc66a5d03d
BM.GE
07.10.20 21:00
1367
„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანი, კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სახელფასო დავალიანებებზე საუბრობს.

კალოიანის თქმით, არსებობს საკმაოდ დიდი დავალიანებები სამედიცინო პერსონალის მიმართ. როგორც კალოიანმა აღნიშნა, ოპოზიციის გაერთიანებულმა ზეწოლამ გამოიღო შედეგი და ხელისუფლება იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ კოვიდ ცენტრებში მომუშავე პერსონალისათვის, სახელფასო დანამატი 50% იქნება. კალოიანის თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს მუშაობას, რათა სახელფასო დავალიანებების პრობლემა სრულად აღმოიფხვრას.

„კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება კვლავ პრობლემად რჩება, არსებობს საკმაოდ დიდი დავალიანებები, არსებობს პრობლემა იმ სამედიცინო პერსონალისა, რომელიც იძულებით არის გადაყვანილი კარანტინში და დამქირავებლები უარს აცხადებენ კარანტინის ბიულეტენის ან სახელფასო ანაზღაურების შესახებ.

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა ოფიციალურად მაინც განეცხადებინა, რომ სახელფასო დანამატი კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის იქნება 50%, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ჩვენ ბუნებრივია ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი ეფექტურია გაერთიანებული ოპოზიციის ზეწოლა ხელისუფლებაზე, ისინი იძულებულნი გახდნენ მიეღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, ჩვენ არ შევამცირებთ ზეწოლას ხელისუფლებაზა, რათა ყველა სახელფასო დავალიანება და განაცდენი რაც აქვს სამედიცინო პერსონალს, იყოს ანაზღაურებული“, - განაცხადა კალოიანმა.