24.ნოემბერი .2021 21:58

კოვიდ გადატანილებისთვის მუდმივი მწვანე პასპოსტის ამოქმედება ანტივაქსერების წახალისებაა”- ზურაბ ჭიაბერაშვილი

კოვიდ გადატანილებისთვის მუდმივი მწვანე პასპოსტის ამოქმედება ანტივაქსერების წახალისებაა”- ზურაბ ჭიაბერაშვილი
views 485
უკან

1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ მწვანე პასპორტების სქემა ამოქმედდება. მწვანე პასპორტით ისარგებლებენ სრულად ვაქცინირებული და ის პირები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.

ასევე მწვანე სტატუსი ენიჭება პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის ტესტი.

დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილ პირებს მუდმივი მწვანე პასპორტის სტატუსი ექნებათ.

ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ ჯანდაცვის სპეციალისტები და ამბობენ, რომ ის მწვანე პასპორტის იდეას აზრს უკარგავს. ასე ფიქრობს ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომლის შეფასებითაც, ამ ფორმით ვაქცინების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის წახალისება ხდება.

“მწვანე პასპორტის იდეა არის ის, რომ წაახალისოს ვაქცინაცია. იმით, რომ უბრალოდ კოვიდ გადატანილებსაც, თან ვადის მიუთითებლად აძლევ საშუალებას ისარგებლოს მწვანე პასპორტით, არის ანტივაქსერების წახალისება, რომ აცრა საჭირო არ არის. ვინც გადაიტანთ, გადაიტანთ და გექნებათ მწვანე პასპორტი. ეს რეჟიმი ყველა ჯანსაღ იდეას, სადაც ამ ინიციატივით კოვიდი პრაქტიკულად დაამარცხეს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, უკარგავს აზრს და მნიშნელობას”-აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ დასაქმებულ პერსონალზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა