მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოვიდ-გარდაცვლილის გვამი არავითარ რისკს არ წარმოადგენს“

5fae7c8f3e246
ინგა მურუსიძე
13.11.20 16:30
1177
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ინფექციის გადამდები არ არის.
როგორც ცენტრის ხელმღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ოჯახს ეძლევა 72 საათი, რათა მიცვალებულს წესი აუგოს და ყველა რიტუალით დაკრძალოს.

ამ შემთხვევაში, ამირან გამყრელიძის თქმით, რისკია ადამიანების თავშეყრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში პანაშვიდების გამართვა და ტრადიციული წესების აღსრულება მისაღებია, თუმცა ზომიერების გრძნობა არ უნდა დაიკარგოს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანთა თავშეყრა დახურულ სივრცეში ქმნის რისკს. გარდაცვლილის გვამი არ წარმოადგენს დაავადების გავრცელებისთვის არავითარ რისკს, თუმცა ცოცხალი ადამიანების თავშეყრა ზრდის დაავადების გავრცელების რისკს“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.