მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-ინფიცირებულებს 3 დიდი ქალაქის სასტუმროებში უმკურნალებენ

5f5c7e72cd765
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 12:00
1251
თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გამოიყო საკარანტინე სასტუმროები, რომლის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად იდენტურია და შესაძლებელია როგორც სტაციონარი ისე იქნას გამოყენებული - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მეორე დღეა, რაც ასიმპტომური და მსუბუქი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები ამ ჰოსპიტლების ნაცვლად ამ სასტუმროებში ნაწილდებიან.

„ამ დროისთვის მკურნალობას გადის 586 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც არამარტო კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს, არამედ მეორე დღეა უკვე ჩამოყალიბდა ასეთი მოდელი - ჰოსპიტალის შემდგომი მეთვალყურეობის და მკურნალობის.

თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გამოიყო საკარანტინე სასტუმროები, რომლის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად იდენტურია და შესაძლებელია როგორც სტაციონარი ისე იქნას გამოყენებული. ამ სასტუმროებში პაციენტების ის ნაწილი გადადის, რომელიც გამოკვლევების შედეგად როგორც კლინიკურად, ასევე ლაბორატორიულად არის ასიმპტომური და მინიმალური სიმძიმის შემთხვევაში, როდესაც დაავადების გართულების რისკები მინიმალურია, ასეთი პაციენტების ნაწილი გადაყვანილნი არიან და კიდევ გადავლენ 3 ქალაქის ამ 3 სასტუმროში“, - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.