მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ კლინიკებს „ჯეოჰოსპიტალსის“ ორი ახალი ლოკაცია - ბორჯომისა და მარნეულის კლინიკები ემატება

5fcf78b966ac9
BM.GE
08.12.20 17:42
1018
„ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში ბორჯომის და მარნეულის ლოკაციებს დაამატებს, - ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის - როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად მოხდა ვითარების დასტაბილურება.

„კერძო სექტორი აგრძელებს დამატებითი საწოლფონდების მობილიზებას. ჩვენ წარმოვადგენთ „ჯეოჰოსპიტალს“. ორ დღეში კიდევ ვამატებთ ბორჯომის, მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში და მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.