მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-პაციენტებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას გვიგვიანებენ - “ევექსი ჰოსპიტლები“

60e5904937fef
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.21 23:07
736
ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის 10-წლიანი გეგმის წარდგენისას იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც 2 წლის განმავლობაში სამინისტროს ჰქონდა და მათ შორის კლინიკებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დავალიანების 200 მლნ ლარით შემცირება გამოყო. უწყების ინფორმაციით, დღეისთვის სახელმწიფოს კლინიკების მიმართ 160 მლნ ლარის ვალი აქვს.

„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა კლინიკების მისამართით სახელმწიფოს დავალიანების თემაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და დავალიანება 3 ნაწილად დაყო.

„პირველი - საყოველთაო ჯანდაცვის დავალიანებებია, მეორე - კოვიდ-მართვაში ჩართული კლინიკებისთვის საწოლფონდის ქირაობის თანხები და მესამე - კოვიდ-პაციენტებისთვის ჩატრებული კვლევებისთვის გაწეული ხარჯები. სამივეზე ცალ-ცალკე რომ ვისაუბროთ, ჩვენს შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვის თანხების და კოვიდის საწოლფონდის ქირაობის თანხების ანაზღაურება დადგენილებით განსაზღვრული წესით მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება კოვიდ-პაციენტებისთვის ჩატარებული შესაბამისი კვლევების ხარჯების ანაზღაურებას, ამაზე საგრძნობი დაგვიანებები გვაქვს, რაზეც მინისტრიც საქმის კურსშია და ეს გარკვეული ტექნიკური ხარვეზების თემაა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა.