მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-პანდემიის ფონზე, ჩვენ 8 მლნ ლარი შევიტანეთ ბიუჯეტში - „მაკდონალდს საქართველო“

601e66da34a2c
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 15:00
783
გასულ წელს, კოვიდ-პანდემიის ფონზე, ჩვენ 8 მლნ ლარი შევიტანეთ ბიუჯეტში - ამის შესახებ გადაცემა BMG DRIVE-ში „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა.

„თითო რესტორანს ბიუჯეტში შეაქვს დაახლოებით მლნ ლარი, როცა ოპერირებს სრულყოფილად. აღარ ვსაუბრობ იმ 1100 ადამიანზე, რომელიც დასაქმებული გვყავს, არ დაგვიკარგავს ერთი ადამიანიც კი. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სამუშაო ადგილები შეგვენარჩუნებინა, ამის გარდა, ჩვენ მომხმარებლისთვის შევძელით სხვადასხვა სერვისების შეთავაზება. საუბარია „დელივერზე“, „დრაივზე“, ინტენსიური „დრაივი“ ჩვენს კომპანიას ჰქონდა მხოლოდ“, - აღნიშნა თენგიზ კაპანაძემ.

მისივე თქმით, ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ქართულ „მაკდონალდსში“ დასაქმებულების საშუალო ასაკი არის 20-22 წელი, - „ქვეყანაში ახალგაზდებს ვასაქმებთ ინტენსიურად და არ არის საუბარი მხოლოდ თბილისზე. საუბარია ზუგდიდზე, ქუთაისზე, ბათუმზე, რუსთავზე“, - დასძინა მან.

პანდემიის წლის შეჯამებისას, „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „ჩვენი მაკდონალდსის სისტემა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა, ასევე ეფექტური“.