04.მაისი .2021 10:14

კოვიდ-პასპორტის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია - გამყრელიძე

კოვიდ-პასპორტის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია - გამყრელიძე
views 2694
უკან

კოვიდ-პასპორტის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გააჟღერა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.

„კოვიდ-პასპორტზე წინასწარი სამუშაო ჩვენთან დასრულებულია. ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგენთ ამ კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებულ კონცეფციას, თუ როგორ მუშაობს ის. შემდეგ წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობა გადაწყვეტს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოდ, კოვიდ-პასპორტს მიიღებენ ადამიანები, ვინც აცრას ორჯერადად ჩაიტარებენ.