მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-სასტუმრო ჩვენი, ქართული, ნოუ-ჰაუ იყო - ნათია თურნავა

61530733d3216
ინგა მურუსიძე
28.09.21 16:29
679
კოვიდ-სასტუმრო ჩვენი, ქართული ნოუ-ჰაუ, ქართული ინოვაცია იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდ-სასტუმროებმა ძალიან გაამართლა, რადგან სხვაგვარად ჯანდაცვის სექტორი დარტყმას ვერ გააუძლებდა.

"ეს იყო ჩვენი, ქართული ნოუ-ჰაუ, ჩვენი, ქართული მართლაც ინოვაცია, რომელმაც ძალიან გაამართლა, რადგან სხვაგვარად ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებდა ამ უზარმაზარ და მოულოდნელ დარტყმას. და დღეს, როდესაც უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, კარგია, რომ ცხოვრება თანდათან შედარებით ნორმალურ რიტმს. თუმცა, ჩვენ ერთი პერიოდი კიდევ დაგვჭირდება სასტუმროების გვერდში დგომა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილების კვალობაზე - როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავკეტოთ ტურიზმის ინდუსტრია და პირიქით, მის აღდგენაზე ვიმუშაოთ, სასტუმროები თანდათან უბრუნდებიან მუშაობის ნორმალურ პირობებს. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ძალიან მალე უმასპინძლებენ სულ უფრო მეტ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს. მადლობა მათ ამ თანადგომისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თურნავამ დღესვე სასტუმრო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში. დღეს სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები; პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები; პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები.