მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი კვლავ თბილისშია

609f7230ac125
თამთა ჯიჯავაძე
15.05.21 11:01
1238
დღეს, საქართველოში ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა - 92, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 51, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 77, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც: 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 367, აჭარაში - 469, იმერეთში - 528. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 441, აჭარაში - 92, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 4, იმერეთში - 13. 729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 365 - თბილისში, 332- აჭარაში. 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 657 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 711 პირი, აჭარაში - 1 732, იმერეთში - 1 401.