მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-უსაფრთხო ტურისტულ კომპანიებს მთავრობა მარკეტინგულად დაეხმარება

60910fee5f3ce
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.21 13:10
921
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ იმ კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა უმრავლესობა აცრილი იქნება, კოვიდ-უსაფრთხო სტატუსი მიენიჭებათ. მსოფლიო მასშტაბით კი მათი პოპულარიზაციისთვის მარკეტინგულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა, წესების დაცვით აიცრება, ჩაითვლება კოვიდ-უსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით მთელ მსოფლიოში მათ პრომოუშენს გავუწევთ. მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის სასტუმრო კოვიდ-უსაფრთხოა.

ეს ძალიან დაგვეხმარება ტურიზმის აღდგენაში. ყოველდღიურად გვემატება ფრენები და ახლა მთავარია უსაფრთხო მასპინძლობა. უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუს პრაქტიკაში გავატარებთ“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პირების ვაქცინაციის დაწყების თარიღს ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ მიმდინარე კვირას უწყებები ლოგისტიკურ საკითხებზე იმუშავებენ, ხოლო დამატებითი ინფორმაცია როდის და როგორ მოხდება ამ დარგში დასაქმებულთა აცრა მოაგვიანებით გააჟღერებენ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით საკოორდინაციო საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი მიანიჭოს.