მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოვიდის დადასტურებამდე ხარჯს ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ“ - რა პოზიცია აქვთ სადაზღვევოებს

5f96d41c42950
ელენე გოგბერაშვილი
26.10.20 17:07
2991
დღევანდელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კოვიდის მართვის პროცესში კერძო სადაზღვევო კომპანიები დღეიდან ჩაერთვებიან. „ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში და შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს აქვს. ასევე, ეს ვალდებულება აქვთ იმ ექიმებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულები“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ განცხადების მიუხედავად სადაზღვევო კომპანიები ჯერ კიდევ ელიან ჯანდაცვის უწყებიდან კონკრეტულ პროტოკოლს, თუ როდის, როგორ და რა პირობით მოხდება მათი ჩართვა ვირუსის მართვის პროცესში.

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე გასული კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შემდგარ შეთანხმებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები კოვიდ-დადასტურებული პაციენტების ბინაზე მართვის პროცესში ჩაერთვებიან, თუმცა როგორი პროტოკოლით იმოქმედებენ პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ეს მათთვის ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე არც ბინაზე მედიკამენტოზური მკურნალობისთვის საჭირო გაიდლაინებია ცნობილი.

როგორც ნინო კობახიძე აცხადებს, ოჯახის ექიმების გადამზადებაც შესაბამისი პროტოკოლის გაცნობის შემდეგ მოხდება.

„საუბარია დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვაზე, რომელსაც განახორციელებს სადაზღვევო კომპანიების დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმები, რომლებიც ასევე განთავსებული არიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. აქ არის საუბარი მსუბუქი პაციენტების ბინაზე მართვაზე და ასევე, ჩვენ ველოდებით პროტოკოლს პაციენტის დამძიმების შემთხვევაში როგორ მოხდება გადამისამართება და ე.წ ტრიაჟი.

რაც შეეხება დადასტურებამდე შემთხვევებს, ბუნებრივია, ამაში ჩვენ ვერ ჩავერთვებით, მაგრამ როდესაც თითოეულ დაზღვეულ პაციენტს დაუდასტურდება კოვიდი, მათი სამედიცინო მდგომარეობის ანამნეზის მართვაში სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმები სრულად ჩაერთვებიან.

ეს არის შეთანხმება, რომელიც შედგა სამინისტროსთან გასული კვირის ბოლოს, თუმცა გადამზადება ოჯახის ექიმების ჯერ არ დაწყებულა და ველოდებით ამ გაიდლაინს. ტექნიკური საკითხების ხაზი მიმდინარეობს და გაიდლაინი წესით დღეს უნდა მივიღოთ.

სავარაუდოდ, დღეს კიდევ ერთი ზარი გვაქვს ჯანდაცვის უწყებასთან და ხვალიდან შესაძლებელი გახდება, რომ წამლების დანიშვნა იქნება თუ სხვადასხვ ტიპის მართვა, ოჯახის ექიმები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

დადასტურებამდე ტესტირების ხარჯს ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე, თუმცა სახლში მართვისთვის საჭირო ხარჯებს გავიღებთ მიუხედავად იმისა, რა ტიპის პრემიას უნდა იხდიდეს დაზღვეული. დამძიმებული პაციენტების მართვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს“, - აცხადებს ნინა კობახიძე.