პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფართომასშტაბიანი კვლევა საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაქირავებული ექსპერტების მეშვეობით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია როგორც USAID-თან, ისე გაეროს სააგენტოებთან.
„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფართომასშტაბიანი კვლევა. ჩვენ ფაქტიობრივად დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პრაქტიკულად მზად ვართ, კვლევა დავიწყოთ. შეთანხმებულები ვართ როგორც USAID-თან, ისე გაეროს ცალკეულ სააგენტოებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს დამოუკიდებელი, სწორედ ამიტომ, კვლევა განხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაქირავებული ექსპერტების მეშვეობით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კვლევა მოიცავს კრიზისის მენეჯმენტს, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზს პანდემიის დროს და ადამიანის უფლებებს.
„კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ამ პროცესში გვქონდა, მიუხედავად მიღწეული წარმატებისა და მომდევნო ტალღას, ისევე, როგორც მომავალში მსგავს კრიზისებს კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი