მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდის მართვაში 7 200-მდე საწოლით 95 კლინიკაა ჩართული - ეკატერინე ტიკარაძე

5fe1b12c6c6f2
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 12:47
659
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველ ტალღასთან შედარებით კოვიდის მართვაში მობილიზებული საწოლების რაოდენობა დღეისთვის 10-ჯერ გაიზარდა.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ ჰოსპიტალური სექტორში არსებულ მდგომარეობას და საწოლების რაოდენობაზე ისაუბრა.

„დღეს ჯანდაცვის სისტემა გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედპერსონალით და მკურნალობის გაუმჯობესებული რეჟიმით ებრძვის ებრძვის პანდემიას.

თუ მარტის დასაწყისში 15 კლინიკაში მობილიზებულ საწოლების რაოდენობა შეადგენდა 826 საწოლს, დღეისთვის ეს მაჩვენებელი 10-ჯერაა გაზრდილი. დღეს სისტემაში მონაწილეობს 95 საავადმყოფო 7 200-მდე საწოლით, რისი გაფართოების საშუალება კიდევ გვაქვს“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორს ემატება კლინიკური სასტუმროები, სადაც კოვიდ-ინფიცირებულების მართვას სამედიცინო პერსონალი უზრუნველოყოფს.

„საწოლების აღნიშნულ რაოდენობას დაემატა კოვიდის მართვაში ჩართული სასტუმროები.

წლის დასაწყისში სასტუმროები მხოლოდ კარანტინისთვის და ცხელებიანი პაციენტებსითვის გამოიყენებოდა, დღეს უკვე სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის.

კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა შედარებით რთული მართვისთვის. სწორედ სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის სავალე ჰოსპიტლები, რომელთა გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები, ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად უფრო ორგანიზებული და უსაფრთხო და კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობით გამართული პრაქტიკა დანერგა. დღეისთვის, კლინიკურ სასტუმროებში მობილიზებულია 9 500 საწოლი “, - განაცხადა მინისტრმა.