მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდის მართვაში გადამწყვეტი სიტყვა NCDC-ის უნდა ჰქონდეს - ანი ქავთარაძე

61a25be35b881
ანა ჯოხაძე
27.11.21 21:55
819
1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ მწვანე პასპორტების სქემა ამოქმედდება. მწვანე პასპორტით ისარგებლებენ 2 დოზა ვაქცინით აცრილები და კოვიდ გადატანილი პირები. მთავრობამ მოშალა ჩამკეტი მექანიზმი და კოვიდ გადატანილ პირებს იგივე პრივილეგიები მიანიჭა, რაც წესით კოვიდ19-ით აცრილებს მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ უნდა ჰქონოდათ.

ამ მიდგომას კრიტიკულად აფასებენ ჯანდაცვის სპეციალისტები და ამბობენ, რომ იყო კოვიდ გადატანილი არ გამორიცხავს რეიფიცირების რისკს და არ ნიშნავს იმას, რომ შენი იმუნიტეტი ვირუსის მიმართ ძლიერია.

ანესთეზიოლოდ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოპულისტურია. მისი თქმით, გადაწყვეტილებები არა პოლიტიკოსების, არამედ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.

“მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები აუცილებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და არა ცალკეული პოლიტიკური ფიგურების ან ადამიანთა ჯგუფების შეხედულებების მიხედვით. როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს მიმაჩნია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია უნდა იყოს გამიჯნული ხელისუფლების პოზიციისგან, რადგან როგორც მათ, ისე ჩვენ, ჯანდაცვის სფერშო ჩართულ ადამიანებს, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ადამიანების ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას”-აცხადებს რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ანი ქავთარაძე.