მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოვიდის პირობებში კერძო სახლებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - N.S. Studio

614ee0acb5ca4
მარიამ იზორია
25.09.21 13:40
495
პროექტირებასა და ინტერიერის დიზაინზე მომუშავე კომპანია N.S. Studio-ს დამფუძნებლების ნათია და სოფიო კარიაულების თქმით, პანდემიის პერიოდში მათ სერვისებზე მოთხოვნა არ შემცირებულა, თუმცა, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და მას უკვე სხვა მოთხოვნები გაუჩნდა.

„პანდემიის განმავლობაში მოთხოვნა ნამდვილად არ შემცირებულა, ჩვენ ფაქტობრივად არ გავჩერებულვართ, უბრალოდ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნები შეიცვალა, ადრე თუ ძირითადი შეკვეთები რესტორნებზე მოდიოდა, ახლა ეს უკანა პლანზე გადავიდა და კოვიდის პირობებში მოთხოვნა კერძო სახლების მოწყობაზე გაიზარდა, ეს ვფიქრობთ იმით აიხსნება, რომ ამ პერიოდმა საკუთარი სივრცის ქონის მნიშვნელობა დაგვანახა - ის რომ კარგია გქონდეს საკუთარი სივრცე, თავისივე პატარა ეზოთი“, - განმარტეს ნათია და სოფიო კარიულებმა გადაცემა "ქალების ნარატივში".

ინფორმაციისთვის, N.S. Studio მომხმარებელს ინტერიერის დიზაინის სრულს სერვისს - იდეიდან ბოლო შტრიხამდე სთავაზობს, ის სულ ოთხ ადამიანს ასაქმებს. კომპანიას ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო "ბიოგრაფია“, რომელიც თბილისში სულ რამდენიმე თვეა, რაც გაიხსნა.