მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდვაქცინაციის ტემპი ისეთი მაღალი არაა, როგორიც სასურველია - თამარ გაბუნია

6357b846eeeca
BM.GE
25.10.22 14:30
519
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ტემპი ისეთი მაღალი არ არის, როგორიც სასურველი იქნებოდა, რომ ზამთარს სათანადოდ მომზადებული შევხვდეთ. მისი თქმით, კოვიდ-ვაქცინაცია ნელი ტემპით, თუმცა გრძელდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში, 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში. მეოთხე დოზა, რომელიც დავიწყეთ მცირე რაოდენობით მოსახლეობას აქვს ჩატარებული. ვაქცინაციის ტემპი ისეთი მაღალი არ არის, როგორიც სასურველი იქნებოდა, რომ ზამთარს სათანადოდ მომზადებული შევხვდეთ. რეკომენდაცია რჩება კვლავ ის, რომ კოვიდის ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ორსულთა ჩართულობა დაბალია, რაც ძალიან სამწუხაროა.

„გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი ვაქცინა იყო შეძენილი. პროცესი დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. მონაწილეობა მეტად აქტიურია ხანდაზმულებში, ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც აქტიურობენ, თუმცა, ძალიან დაბალია ორსულების მხრიდან მონაწილეობა, რაც ძალიან საყურადღებოა. მაქსიმალურად ვცდილობთ განვუმარტოთ მათ, გაიკეთონ ვაქცინა რისკებისგან თავდასაცავად. ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია მინიმალურია, ერთეული შემთხვევები გამოვლინდა", -აღნიშნავს გაბუნია.