„2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, სოციალური მიმართულებით, შენარჩუნებულია ყველა ის დაპირება, რაც გაცხადებული იყო, მათ შორის პენსიების ზრდის და მასწავლებლების, ჯარისკაცების, პოლიციელების ხელფასებთან დაკავშირებით“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს.
მისი თქმით, გათვალისწინებულია სკოლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასებიც.
„ბიუჯეტში ასახულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაც. პენსიების ინდექსაციის კანონის მიხედვით 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის გაიზრდება 20 ლარით და 240 ლარი იქნება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრებისთვის პენსია მოიმატებს 25 ლარით და 275 ლარი გახდება“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის კომენტარებით და შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია კანონით, პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?