მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარკვეულწილად დააგვიანა

5df366a889f00
ინგა მურუსიძე
13.12.19 14:25
1026
"მე ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა რეაგირება გარკვეულწილად დააგვიანა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკის გატარება უფრო ადრე უნდა დაეწყო", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.

"მე ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა გარკვეულწილად რეაგირება დააგვიანა, მას უნდა დაეწყო პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკის გატარება უფრო ადრე, თუმცა იმასაც პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად ვიზიარებ და ვეთანხმები მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძებებს, მხედველობაში მაქვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე თანმიმდევრული აწევა, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური რეზერვების ნორმის შემცირება 30-დან 25%-მდე, დროული ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე და ა.შ. - აღნიშნულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, თუმცა ფულად-საკრედიტო არხების გადაცემის გათვალისწინებით, სრული შედეგი ჯერ კიდევ წინ არის, მით უმეტეს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის ზრდის იმპორტის ზრდასთან შედარებით წინმსწრები ტემპი, საგადამხდელო ბალანსის და მიმდინარე ანგარიშის ბოლო წლების ტრენდი არ ქმნის ცუდ ბაზისს", - განაცხადა კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოში, 2018 წლიდან, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

"ჩვენნაირი მცირე, განვითარებადი და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს ოპტიმალური ნიშნულია, რისკენაც უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ახლა რეალობა განსხვავებულია. სახეზე გვაქვს, მაღალი ინფლაცია - 11 თვის მონაცემებით, 7% (თუმცა განსაკუთრებით მაღალია სურსათზე ფასების ზრდა). გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ლარი გაუფასურდა დაახლოებით 10%-ით და ზაფხულიდან უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.