30.სექტემბერი .2019 16:14

კოვზანაძე: გვაქვს როგორც მოქალაქეზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი

views 202
უკან

"ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, უპრეცედენტოდ მაღალ საბიუჯეტო ასიგნებებს ითვალისწინებს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად აღწევს ციფრს, 14 მილიარდს", - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წელს ქვეყანა 14 მილიარდ 200 მილიონს დახარჯავს. მისივე თქმით, ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდს აღწევს.

კომიტეტის თავმჯდომარემ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 5%–ზე, ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2,7%–ზე, ხოლო ინფლაცია 3%–ის ფარგლებშია დაგეგმილი. ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი როგორც მოქალაქეების, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე იქნება ორიენტირებული.

"არსებული ბიუჯეტიდან განსხვავებით, დაახლოებით 900 მილიონით დამატებითი რესურსია და ეს რესურსი მთლიანად მოხმარებულია საქართველოს მოქალაქეებზე, მათზე, რომლებიც პირველ რიგში, პენიების და ხელფასების ზრდას საჭიროებენ. ჩვენ ამ ბიუჯეტს მართლაც შეგვიძლია ვუწოდოთ მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება ასევე ეკონომიკურ ზრდაზე. 2 მილიარდზე მეტი გვაქვს ჩვენ ჩადებული 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის ზრდისთვის, მაგრამ არსებულ ბიუჯეტში 70 მილიონით მეტი გვექნება გათვალისწინებული. ბიუჯეტი არის გარკვეულწილად დაბალანსებული და ორიენტირებულია როგორც მოქალაქეების უზრუნველყოფისთვის, მოქალაქეზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა