მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს ვიქნებით - ვფიქრობთ, 3%-ზე ქვემოთ“

5f898d9f6fbc2
ინგა მურუსიძე
16.10.20 16:16
1071
ჩვენი პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია იქნება მიზნობრივ მაჩვენებელზე მცირედით ქვემოთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დაინტერესდა, შენარჩუნებული იქნება თუ არა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე.

„როგორც დაგეგმილი იყო, ინფლაციას გააჩნია შემცირების ტენდენცია ამ წლის განმავლობაში და მოსალოდნელია, რომ ასეც გაგრძელდება. ჩვენი პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია იქნება მიზნობრივ მაჩვენებელზე მცირედით ქვემოთ და წლის განმავლობაში მიზნობრივთან ახლოს ვიქნებით - არსებული პროგნოზებით 3%-ზე ქვემოთ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.