მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვზანაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას - აუცილებელ, მაგრამ დაგვიანებულ ნაბიჯად აფასებს

5db054c47e5dd
თელარა გელანტია
23.10.19 17:25
875
„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1%-ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პოლიტიკა 8.5%-მდე გამკაცრდა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია მიზნობრივ მაჩვენებელს.

„ცენტრალური ბანკი თვლის, რომ ლარის კურსის დევალვაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე, თუმცა ეროვნულ ბანკს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა უფრო ადრე უნდა დაეწყო“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.