მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვზანაძე: ქვეყანას ფუფუნება არ აქვს სუბსიდირების გზით წავიდეს

60e7fbacabb7a
ლიკა გურაბანიძე
09.07.21 22:28
677

“მაშინ როდესაც სხვადასხვა ტიპის დეფიციტები გვაქვს, ქვეყანას ფუფუნება არ აქვს სუბსიდირების გზით წავიდეს.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ სუბსიდირებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კოვზანაძემ განმარტა, თანხები მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა მიემართოს.

“გაჭირვებულ თანამემამულეებს უნდა დავეხმაროთ. თუ სუბსიდირებაზე სექტორული მიდგომა ხდება, მაშინ კონკრეტული სისტემა უნდა გვქონდეს, რომელიც შეფასების საშუალებას მოგვცემს. კერძოდ, სუბსიდირების რეზულტატი რა არის? რატომ ვარჩევთ იმ კონკრეტულ დარგს და სხვა დარგს რატომ არა?” - განმარტა კოვზანაძემ.