მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მტერს სიურპრიზი ელის“- უკრაინის თავდაცვის მინისტრი

6225bc65b4788
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.22 12:07
941
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ იარაღის მოწოდების მხრივ ხელშესახები პროგრესია. ამის შესახებ მან Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც ომის განვლილი 11 დღე შეაფასა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„არ ვისაუბრებ იარაღისა და სამხედრო მარაგების მოწოდებასთან დაკავშირებით - ეს დელიკატური მომენტია. დაე, მტერი ელოდოს სიურპრიზს. იცოდეთ არსებითი პროგრესი გვაქვს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, ამის გარდა ქვეყანაში უკვე ჩამოტანიალია, გზაშია ან დაკონტრაქტებულია 50 000 ჩაფხუტი და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი. „მიმწოდებლებისგან მივიღეთ ნატოს ქვეყნების ჯარებისთვის შეკერილი ფორმები. დაე, ჩვენი დამცველები სხვადასხვანაირად იყვნენ ჩაცმული.

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში დახმარების მიღებაზე, მაგრამ ჩვენი გამარჯვების გარდაუვალობის რწმენას, ამყარებენ არა წარმოთქმული დაპირებები, არამედ უკრაინის საჰაერო ძალები“, - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.