21.მარტი .2020 17:21

კრძალავს თუ არა საგანგებო მდგომარეობა ეკლესიაში სიარულს? - სამართალმცოდნე

views 1306
უკან

სამართალმცოდნე გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს.

ასე უპასუხა მშვენიერაძემ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას ტელეკომპანია "ფორმულაზე" ჩართვისას - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას შემდეგ საზოგადოებაში არაერთი მოსაზრება გამოითქვა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესიამ და ხელისუფლებამ მოილაპარაკეს, რომ ეკლესიაში მოქალაქეების მისვლა ამ ფორმით შეზღუდულიყო. მშვენიერაძე ამბობს, რომ ეს საკითხი სადავოა, თუმცა თავად ფიქრობს, რომ ეკლესიაში მოქალაქეების მისვლა არ აკრძალულა.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, რომელიც რწმენის თავისუფლებას ეხება, ადგენს მისი გამოხატვის შეზღუდვის საფუძვლებს. ამ მუხლიდან გადახვევა საგანგებო მდგომარეობის დროს არ არის შესაძლებელი. ანუ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მე-16 მუხლის ავტომატურ გაუქმებას არ ნიშნავს. ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობა რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას რომ შეეზღუდა გადაადგილების თავისუფლება, მაშინ ეს იქნებოდა ირიბი ხელშეშლა ეკლესიაში მისვლის.