მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრედიტორები დათანხმდენენ უკრაინამ $20 მილიარდის ბონდებზე გადახდა 2 წლით შეაჩეროს

62f4f4c2341f4
მარიამ ვარადაშვილი
11.08.22 17:33
737

უკრაინის უცხოელი კრედიტორები დაეთანხმნენ თხოვნას რომ თითქმის 20 მილიარდი დოლარის მოცულობის საერთაშორისო ბონდებზე გადახდა ორი წლით შეჩერდეს.  ამ გადაწყვეტილებით ომში მყოფი ქვეყანა სავალო დეფოლტს აიცილებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერჯობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰორიზონტზე არ ჩანს, კრედიტორების დაახლოებით 75% ამ წინადადებას დათანხმდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა 6 მილიარდ დოლარს დაზოგავს, რაც საშუალებას მისცემთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნონ. 

როგორც Rueters-თან კვლევითი ცენტრის Tellimer-ის ეკონომისტი ამბობს, 2 წლით საერთაშორისო ბონდებზე გადასახადის გაყინვა მნიშვნელოვანია, რადგან ომი მალეც რომ დასრულდეს უკრაინაში ვითარება ერთ ღამეში არ გაუმჯობესდება. იმ პირობებში, როცა მიმდინარე წელს მოსალოდნელია, უკრაინის ეკონომიკის 45%-ით შემცირება ქვეყნის ბილატერულმა კრედიტორებმა მათ შორის აშშ-მ, ბრიტანეთმა და იაპონიამ ასევე მხარი დაუჭირეს ვალის გადახდის შეჩერებას 2023 წლის ბოლომდე. როგორც Reuters წერს მარტიდან ივლისის ბოლომდე უკრაინის საერთაშორი რეზერვები $28.1 მილიარდი დოლარიდან $22.4 მილიარდამდე შემცირდა. 

მიმდინარე კვირაში აშშ-მ განაცხადა, რომ უკრაინის მთავარობას დამატებით 4.5 მილიარდი დოლარით უზრუნველყოფს, რითაც აშშ-ს საბიუჯეტო დახმარება 8.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდება მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. უკრაინა ასევე მიზნად ისახავს შეთანხმებას მიაღწიოს 15-20 მილიარდი დოლარის სავალუტო ფონდის პროგრამაზე. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ფინანსურ დახმარებას ქვეყანა წლის ბოლომდე მიიღებს.