14.ივლისი .2022 11:00

„კრედო ბანკს“ უკრაინის მხარდასაჭერად შეტანილი წვლილისთვის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობისგან მადლობის სიგელი გადაეცა

„კრედო ბანკს“ უკრაინის მხარდასაჭერად შეტანილი წვლილისთვის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობისგან მადლობის სიგელი გადაეცა
views 1075
უკან

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ ოფიციალური მიღება გამართა, რომელიც ეძღვნებოდა მის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ კომპანიები, რომელთაც 2022 წელს მოცულობითი დონაცია გაიღეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულთა დასახმარებლად, რომლის შედეგადაც უკრაინის წითელ ჯვარს 3 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ფულადი რესურსი და 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნა.

საქართველოს წითელმა ჯვარმა კრედო ბანკს მადლობის სიგელი და სპეციალური ჯილდო უკრაინაში დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად გაწეული თანადგომისთვის გადასცა.

კრედო ბანკმა არაერთი ფორმით გამოხატა მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ, პირველ ეტაპზე კომპანიამ 100,000 ლარი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციაში (IFRC) გადარიცხა. მოგვიანებით, უკრაინის ეროვნულ ბანკში, სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ანგარიშზე გადაირიცხა 50,000 ლარი, ასევე ფინანსური მხარდაჭერით ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ "კრედო ბანკი" საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც დიდ მხარდაჭერას უცხადებს და მათ უფასო საბანკო სერვისებს  სთავაზობს.

• მულტისავალუტო ანგარიში - მომსახურების საკომისიოს გარეშე
• უფასო Mastercard ბარათი
• ლარის, ევროსა და აშშ დოლარის განაღდება ბანკომატებიდან საკომისიოს გარეშე
Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობა - ინტერნეტ მეგაბაიტების გარეშე

აღნიშნული სერვისების გააქტიურება კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი. კრედო ბანკი საქველმოქმედო ხასიათის დახმარებებსა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური, საბანკო-საკრედიტო პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზებას კვლავაც განაგრძობს.
#SupportUkraine #CredoBank4UKRAINE
(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა