"კრედო ბანკსა" და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის 30 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
5-წლიანი შეთანხმების მიზანია საქართველოში აგრო სექტორში მოღვაწე მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე, ახალგაზრდა მეწარმეთა Covid-19-ის გავლენასთან გამკლავების მხარდაჭერა. FMO-სა და კრედო ბანკის 4-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა 105 მილიონის ოდენობის ინვესტიაციას ითვლის, რომელიც ხმარდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.
"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების განვითარების ბანკს გასულ წლებში ერთად განხორციელებული პროექტებისთვის. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ მნიშვნელოვან გარიგებას, რომელიც დაეხმარება კრედო ბანკს და ჩვენს მომხმარებლებს მიმდინარე გლობალური გამოწვევის დაძლევაში. ლარში დენომინირებული კიდევ ერთი სესხი ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების ხარისხიანად წარმართვაში, რაც მაღალპროდუქტიული მოსავლის მიღების საწინდარია. სასოფლო-სამეურნეო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერა - კრედოს, როგორც აგრო დაკრედიტების ლიდერი ბანკის უმთავრესი ამოცანაა", - განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.
თავის მხრივ, FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორმა ჰუიბ-იან დე რუიტერმა აღნიშნა, რომ Covid-19-ის პანდემია, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი, ნომერი პირველი საზრუნავია დღეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თანმდევი ნეგატიური ეკონომიკური მოვლენების შემსუბუქება.
"ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთ ვოლატილურ და ცვალებად პერიოდში გვერდით ვუდგავართ კრედო ბანკსა და მის მოხმარებლებს. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე მეტად განიცდიან წნეხს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ მხარს ვუჭერთ სასოფლო-სამეურნეო სექტორსა და ახალგაზრდა მეწარმეებს, რათა მათ ადვილად შეძლონ ამ რთულ ვითარებასთან გამკლავება", - განაცხადა FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორმა.
კრედო ბანკის შესახებ
კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 72 სერვისცენტრის საშუალებით, კრედო ბანკი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და სერვისებით ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.
FMO-ს შესახებ
ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) წარმოადგენს საერთაშორისო განვითარების ბანკს. FMO კაპიტალს აბანდებს განვითარებადი ქვეყნების კომპანიებსა და საფინანსო დაწესებულებებში. თავისი 9.2 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით FMO მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს კერძო სექტორის განვითარების ბანკია. FMO-ს მისიაა გამორჩეული კომპანიების შექმნა, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.fmo.nl
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ