მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - ბლინკენი

62efe61079f30
BM.GE
07.08.22 20:18
627
ამერიკის შეერთებული შტაბების სახელმწიფო მდივანი აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით "ტვიტერზე" წერს.

„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აცხადებს ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

2022 წლის 7 აგვისტოს, შესრულდა 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.