მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრემლში საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღგდენის იმედი აქვთ

5d8df9fc14a0f
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 16:25
1225
ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღგდენის იმედი აქვს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რუსული გამოცემა РИА პუტინის პრეს-მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გამოცემას განუცხადა, ისინი იმედოვნებენ, რომ ავიამიმოსვლის აღდგენისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება.

"ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდა, ბოლომდე არ აკრძალულა. ამიტომ, რა თქმა უნდა, თავის დროზე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეიქმნება ისეთი პირობები, რომლებიც აუცილებელი და შესაფერისია ფრენების განახლებისთვის", - დასძინა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ პესკოვამდე, ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა. სერგეი ლავროვის თქმით, ის "ფრენებს აღაგდენდა".

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეაჩერა.