მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kreston Papiashvili ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესის უფასო კონსულტირებისა და უფასო ონლაინ ტრენინგების ჩატარებას აანონსებს

5e7a053cdfd0e
BM.GE
24.03.20 16:58
4277
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili კორონა ვირუსით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრის მიზნით საქართველოში პირველად კერძო სექტორის წარმომადგენელებისთვის საგადასახადო დაბეგვრის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკითხებთან დაკავშირებით უფასო კონსულტირებისა და უფასო ონლაინ ტრენინგების ჩატარების იდეით გამოდის.

კომპანიის მიერ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი იქნა facebook ჯგუფი - Kreston Papiashvili Educadion Space რაც კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისულ პერიოდში კერძო სექტორისათვის უფასო ტრენინგების ჩატარების, ბიზნესითვის უფასო კონსულტირებისა და დისკუსიისთვის შესაბამისი პლათფორმის შექმნის მიზნით იქნება გამოყენებული.

პირველი ონლაინ ტრენინგი 30 მარტს, 18:00 საათზე ჩატარდება, რომელიც ლაივ რეჟიმში ზემოთხსენებულ ჯგუფში ტრანსლირდება. პირველი ლექციის თემაა: „საწარმოთა ქონების გადასახადის გამოანგარიშების მნიშვნელოვანი საკითხები“

ტრენერი - დავით პაპიაშვილი.

ტრენინგზე განხილული იქნება 1 აპრილისთვის დასადეკლარირებელი საწარმოთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისთვის მნიშვნელოვანი და საგადასახადო რისკის შემცველი საკითხები. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვა პასუხის რეჟიმში მიიღონ პასუხები კომპანიის პარტნიორი დავით პაპიაშვილისგან.

მომავალი ტრენინგების დაანონსება მოხდება პერიოდულად.

კომპანია ასევე გეგმავს კრიზისული პერიოდის დაძლევამდე გარკვეული პერიოდულობით სპეციალური ლაივ ჩართვების განხორციელებას, რა დროსაც ონლაინ რეჟიმში მოახდენს ბიზნესის კონსულტირებას საგადასახადო კანონმდებლობის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკთხებზე.
Kreston papiashvili არის აუდიტორული კომპანიების საერთაშორისო ქსელის Kreston International-ის წევრი და წარმომადგენელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს 25000-ზე მეტ პროფესიონალს მსოფლიოს 125 ქვეყანაში.

Kreston Papiashvili educadion space გაწევრიანება სრულიად უფასოა და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.