28.ოქტომბერი .2020 15:12

კრესტონ პაპიაშვილის ახალი ინიციატივა - მხარდაჭერა ბიზნესს

კრესტონ პაპიაშვილის ახალი ინიციატივა - მხარდაჭერა ბიზნესს
views 1333
უკან

საქართველოში, საერთაშორისო ბრიტანული კომპანიის წარმომადგენელი Kreston Papiashvili-ს ახალი ინიციატივა - მხარდაჭერა ბიზნესს!

ბიზნესის საჭიროებების, გამოწვევების, საფრთხეებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით Kreston Papiashvili სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მორიგ ინიციატივას იწყებს.

კომპანია ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ მიიღონ კონსულტაცია მათთვის საინტერესო, თუ პრობლემატური საკითხების შესახებ საგადასახადო სფეროში.

პროგრამაში ჩართვა ძალიან მარტივია - ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ საკუთარი შეკითხვები გააგზავნონ ბმულზე - https://forms.gle/tCoqVyiMWrmqUmjT7  

Kreston Papiashvili-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი შეკითხვებს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე LIVE რეჟიმში უპასუხებს.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეს კომპანიის პირველი ინიციატივა არ არის.

აუდიტორულმა კომპანია Kreston Papiashvili-მა პანდემიის პერიოდში საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერისა და აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს გრძელვადიანი განვითარების მიზნით უპრეცენდენტო პროექტი განახორციელა!

კომპანიამ სპეციალური facebook ჯგუფის Kreston Papiashvili Education Space-ის მეშვეობით უფასოს ტრენინგების სერიის ჩატარება დაიწყო რაშიც მონაწილება 3700-ზე მეტმა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალმა მიიღო. კომპანიის მიერ facebook ჯგუფში შესაბამისი Live ჩართვების მეშვეობით ჩატარებული იქნა ვრცელი უფასო ტრენინგების სერია ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგების, გადასახადებით დაბეგვრისა და აუდიტის საკითხებზე. გარდა რეგულარული სალექციო შეხვედრებისა ფორმატი ითვალისწინებდა უფასო კონსულტაციების გაწევასაც. აღნიშნული გულისხმობდა იმას რომ ყოველი ლექციის შემდგომ ხდებოდა შემოსული კითხვების დაფიქსირება, რის შემდგომაც ხორციელდებოდა დამატებითი Live ჩართვები რაც ითვალისწინებდა ლექციის მსვლელობისას შემოსულ კითხვებზე პასუხების გაცემასა და კონსულტაციებს აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალებისთვის.

facebook ჯგუფში Kreston Papiashvili Education Space ამ ეტეპისთვის 4,000-მდე პროფესიონალია გაწევრიანებული და მათი უმეტესობა აქტიურად არის ჩართული Kreston Papiashvili-ის მიერ ორგანიზებული უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების პროექტში, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფში ჩვენი წევრების აქტიურობა.

კომპანია Kreston Papiashvili არ ასრულებს პროექტს, კიდევ მინიმუმ 1 წლით აპირებს პროექტის გაგრძელებასა და აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალების მხარდაჭერას.

აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili კლიენტებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს, რაც გულისხმობს შედეგი ტიპის სერვისებს:

- გასული პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
- გასული პერიოდების საგადასახადო აუდიტი
- მიმდინარე პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მონიტორინგი
- კონსალტინგი საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე
- მიმდინარე პერიოდების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მომსახურება
- გასული პერიოდების არ არსებული/არასრული ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა
- საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვა
- საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვა
- უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება
- ბიზნესის შეფასება
- ტრეინინგები საგადასახადო კანონმდებლობაში და აუდიტში